რა არის ჩვენი მიზანი
სინონიმია ფართოდაა გავრცელებული ნებისმიერი ენის ლექსიკურ სისტემაში
და მოცემული ენის ლექსიკურ სიმდიდრესა და მრავალფეროვნებაზე
მეტყველებს. სინონიმიას განმარტავენ როგორც მსგავსი ლექსიკური
მნიშვნელობის სიტყვებს. ეს განმარტება ძალიან ზოგადია, თუმცა არსებობს
სინონიმიის ბევრი სხვა განმარტებაც და სხვადასხვა კლასიფიკაცია, რაც ამ
ლინგვისტური მოვლენის სირთულეზე მეტყველებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან
თავად სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობაა უაღრესად რთული, კომპლექსური და
მრავალწახნაგოვანი.